სტოქჰოლმში განთავსებულმა კომპანია TeliaSonera-მ 29 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს მეორე უმსხვილეს მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ”ჯეოსელში” აქციების რაოდენობა 97%-მდე გაზარდა.
სკანდინავიის უმსხვილესმა ოპერატორმა კომპანია ”ჯეოსელის” აქციების რაოდენობა მას შემდეგ გაზარდა, რაც Fintur Holdings B.V.-მა, რომლის 74% აქციების მფლობელიც TeliaSonera არის, 33 მილიონ აშშ დოლარად აქციების კიდევ 14.3% შეიძინა.
TeliaSonera ”ჯეოსელის” აქციების უმრავლეოსბის მფლობელი 2003 წელს გახდა.
საქართველოს პირველი უმსხვილესი მობილური კომპანიაა ”მაგთი”. საქართველოში ასევე ოპერირებს რუსული კომპანია VimpelCom, რომელიც ქართულ ბაზარზე 2007 წლის მარტში შემოვიდა ”ბილაინის” საფირმო ნიშნით.