გელა ბეჟუაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გელა ბეჟუაშვილი კვლავ უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება და ამ პოსტზე ახლახან დანიშნულ კახა ლომაიას შეცვლის.
სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაიკავებს.