ქართული მხარე უარყოფს ინციდენტს აფხაზეთის აკვატორიაში

ქართული მხარე უარყოფს და ”დეზინფორმაციას” უწოდებს ცნობას იმის თაობაზე, რომ 23 იანვარს აფხაზეთის სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა საქართველოს საზღვაო ფლოტის ორ ხომალდს.


”აფსნიპრესი” 23 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალურ  წარმომადგენელზე კრისტიან ბჟანიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ცეცხლის გახსნის შემდეგ დატოვეს ქართულმა ხომალდებმა გალის რაიონის მიდამოებში ”აფხაზეთის ტერიტორიული წყლები”. ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ მორიგი შემთხვევისას  აფხაზური მხარე უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს.


საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, 23 იანვრისათვის საქართველოს სამხედრო საზღვაო ფლოტის არც ერთი ხომალდი არ იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდებარე აკვატორიაში.


”აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქართველოს სანაპირო დაცვის საზღვაო სივრცის თვალთვლისა და კონტროლის სისტემის მონაცემებით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს იხილოს შესაბამის მტკიცებულება,”- ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version