გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ არჩევნები მოიგო

ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მან მოიგო 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნები.


”თბილისის გარეშე, 44% არის სააკაშვილის და 34% ჩემი. თბილისს ისეთი უპირატესობით ვიგებთ ჩვენ, რომ გავდივართ პირველ ადგილზე,” – განუცხადა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს 6 იანვარს.


მან ასევე განაცხადა, რომ მისი წარმატება აშკარაა მიუხედავად იმ უამრავი დარღვევისა, რომელიც არჩევნების დღეს დაფიქსირდა.


”სამეგრელოში ნაპოვნია ბიულეტენები, სადაც ხუთიანებია შემოხაზული, ჩვენ გვაქვს ყველა ვიდეომასალა კარუსელების შესახებ. ჩვენ გვაქვს ვიდეომასალა მოპარული საარჩევნო ყუთების შესახებ,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

Exit mobile version