არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს 9 საათისთვის იქნება – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საღამოს 8 ან 9 საათისთვის ხმების ნახევარი მაინც იქნება დათვლილი.


”ეს მოგვცემს შესაძლებლობას ამ დროისთვის გამოვაცხადოთ წინასწარი ოფიციალური შედეგები,”- განაცხადა დღეს 10 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე თარხნიშვილმა.


იმავდროულად, ცესკო განაგრძობს საარჩევნო უბნებიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებას თავის ვებ-გვერდზე .


ცესკომ ოქმების შედეგების გამოქვეყნება ხუთი საათის წინ დაიწყო და 10:30 საათისთვის 185 უბნის მონაცემია განთავსებული ვებ-გვერდზე 3 511 უბნიდან, სადაც არჩევნები ჩატარდა.

Exit mobile version