სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით, არჩევნები დილით მშვიდ გარემოში დაიწყო.
ორგანიზაციის განცხადებით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკური პრობლემები დაფიქრისდა, რაც ძირითადად საარჩევნო უბნების ზუსტად დილის 8 საათზე გახსნას უკავშირდებოდა.
სამართლიანი არჩევნების თქმით, მისი დამკვირვებლები თავდაპირველად არ შეუშვეს ათ საარჩევნო უბანზე; თუმცა, მოგვიანებით პრობლემა მოგვარდა.