”მე აუცილებლად გავიმარჯვებ” – ნათელაშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 4 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ თოქშოუში ”არგუმენტი” განაცხადა, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე.


”განწყობა საზეიმოა, რადგანაც ხვალ გამარჯვებას ვაპირებთ… ჩემი კამპანიის შედეგად დავინახე, რომ ყველაფერი პირველ ტურში დამთავრდება ჩემი გამარჯვებით,” – განაცხადა ნათელაშვილმა, ”სააკაშვილის გამარჯვება შეუძლებელია”.


ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ”ობიექტურად აშუქებენ ვითარებას”. ”თქვენ იხილეთ [ეუთოს სადამკვირვებლო მისიის] შუალედური მოხსენება, რომელიც ობიექტურად ასახავს სიტუაციას და ვიმედოვნებ, რომ საბოლოო დასკვნებიც შუალედური მოხსენების მსგავსი იქნება,” – განაცხადა მან.

Exit mobile version