საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა მოქალაქეებს პრეზიდენტად აირჩიონ ის კანდიდატი, რომელიც ქართულ ფასეულობებს გაუფრთხილდება. მან თავი შეიკავა კონკრეტული კანდიდატის დასახელებისაგან
”ღმერთმა მოგცათ გონება,”- განაცხადა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, ”ის ადამიანი, რომელიც სიკეთეს მოუტანს საქართველოს, რომელიც გაუფრთხილდება ჩვენ სიწმინდეებს, ჩვენს სულიერებას, ჩვენს რწმენას, მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ეკლესიას, ჩვენს კულტურულ თუ სულიერ თუ ინტელექტუალურ ფასეულობას – აი ის ადამიანი, რომელსაც ესმის ამისი ფასი და იცის ამის ფასი, აი ის ადამიანი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა”.
ცოტა ხნის წინ პატრიარქმა, რომელსაც დღეს 75 წელი შეუსრულდა, ასევე მოუწოდა მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისაკენ.
პატრიარქმა დაახასიათა სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატი
