ბურჯანაძე ევროპელ პარტნიორებს არჩევნების საკითხზე ესაუბრა

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გუშინ და დღეს ტელეფონით ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანას, ევროპარლამენტის პრეზიდენტს ჰანს პოტერინგს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს ესაუბრა.


ბურჯანაძის პრესსამსახურის ცნობით, საუბრების უმთავრესი თემა იყო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად  და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობა.


ბურჯანაძე დაპირდა ევროპელ პარტნიორებს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფას.

Exit mobile version