Placeholder canvas
ახალი ამბებიწერილები

პატარკაციშვილი-კოდუას საუბრის აუდიო ჩანაწერის ტექსტი

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბადრი პატარკაციშვილის და ერეკლე კოდუას საუბარი ლონდონში

პატარკაციშვილი: როგორც კი მიშა, გამოვა და იტყვის, რომ მე მოვიგე, ეს აქტიური ელექტორატი წამოვა მიშაზე და რაც უფრო მეტი იქნება განსხვავება პროცენტებში, რომელი პროცენტითაც მიშა იტყვის, რომ მე მოვუგე ჩემ კონკურენტს, მით უფრო აგრესიულობა იქნება გაზრდილი ამ აქტიურ ელექტორატში. აქ არის მეორე მომენტი, რა თქმა უნდა, რომ უნდა დაიწყოს მისი შინაგანი რღვევა. აი შინაგანი რღვევის დაწყება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომელიც აუცილებელია ამ კონსტრუქციაში. ეს არის, როგორც ორჯერ ორი ოთხია. როგორც კი ეს შინაგანი რღვევა დაემატება ამას, დამთავრებული ამბავია, აბსოლუტურად, შინაგანი რღვევა მე მხედველობაში მაქვს გუნდი. დღეს ერთადერთი ვინც ეხმარება მიშას, ეს არის ბრაიზა, მერე ბრაიზას უფროსი რადგან არი, არის დენიელ ფრიდი, აი ის ეხმარება, ერთადერთი. მეტი დამცველი მაგას არ ჰყავს. აი ამის მაღლა მაგას დამცველი არ ჰყავს დღეს. რატო ეხმარებიან ისინი, იმათი პროექტია და ამიტომ მათ არ უნდათ, რომ მიშასთან ერთად თვითონაც წააგონ. ეს ერთადერთი. დანარჩენი დამცველი არ გააჩნია მაგას, საერთოდ, ამიტომ, ესენი გადაუტრიალდებიან უცბად. უცბად გადაუტრიალდებიან იმიტომ, რომ მათთვის, მთავარი მიშას დაკარგვა კი არ არის. მიშა სულ ფეხებზე კიდიათ.
        
კოდუა: აი, ხოდა მორჩა არჩევნები ხუთში, ექვსში აცხადებენ, რომ მოიგო მიშამ. რას ვშვებით?


პ.: არაფერი, იქ მე მგონია, რომ გადაწყვეტს ხალხი უკვე, ძალიან ელემენტარულად, მე მგონი ხო. ამათ ტვინი არ ჰქონდათ. 150 ათასი კაცი გამოიყვანეს მიტინგზე და დაშალეს მერე. უტვინოები არიან ხო, თორე მაგი იმ დღესვე დამთავრდებოდა, რათ უნდოდა მაგას ლაპარაკი. ის ხალხი იმისთვის არ გამოსულა იქა, რომ ლევანასთვის და შალიკოსთვის ეყურებინათ იქ. თავისთვის არ მოსულან ის ხალხი იქ. ისინი მოვიდნენ კონკრეტულად საქმის გასაკეთებლად, მეტი არაფერი.


კ.: კონკურენტებში მართალი გითხრა, გრეჩიხა და ისინი კონკურენტები არ არიან არცერთი.


პ.: გასაგებია, მაგრამ აქ არი მეორე მომენტი, აქ არი მეორე მომენტი, არაფერი ახსნა არ უნდა, ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი დალაგდება, ეს ყველაფერი არის დროის ამბავი მარტო და მე მგონია, რომ ამ კვირაში დალაგდება ეს ყველაფერი. აქედან, რა თქმა უნდა, იქნება ერთი კანდიდატი. რა თქმა უნდა, მაგას არ უნდა ლაპარაკი. ამიტომ, როგორც კი მაგალითად ეს იქნება არა, და თან ხალხი უკვე დღეს ემზადება. ეგრე აღარ არის უკვე. ხალხი ემზადება დღეს უკვე და კაციშვილი არ არის ახლა იქ, რომ იარაღს ვერ იშოვი უკვე თბილისში. იმიტომ, რომ ყველა ემზადება და ყველას აქვს, აბსოლუტურად ზუსტად ჩადებული თავში, რომ რაღაცეები ხდება. რაც შეეხება მვდ-ს, აგერა ხარ და მე მგონია, რომ არის კონკრეტული საშუალება იმისა, რომ ..


კ.: იცით, თუ არა ეგ თემა. მე და იმან ვისაუბრეთ, ვალერიმ, ვალერისთან მქონდა მე მაგაზე საუბარი, გითხრათ თუ არა, არ ვიცი ეხლა.


პ.: მე მითხრა, რომ სერიოზული წინადადება არი და შეხვედრა არის საჭიროო და აგერა ვარ. და მითხარი რა რესურსი გაქვს, რომ ვიცოდე, რა შეგიძლია.


კ.: 10 ათასი კაციდან 7 ათასი არის ჩემი.


პ.: სულ რამდენია მვდ-ში? რამდენი ბატალიონი და რამდენი რა არი?


კ.: ბატალიონი ახლა არის, სპეცნაზი არის ორი, შავნაბადა და ჩემი სპეცნაზია. სპეცნაზები, რომ ავიღოთ, ეს ორი სპეცნაზია.


პ.: ესე იგი შენ აკონტროლებ ორივეს, ერთსაც და მეორესაც. ეს ორი სპეცნაზია მარტო.


კ.: კიდევ ჯარისკაცები არიან, ერთი ათასამდე იქნებიან


პ.: მე საქართველოში ვარ აი ასეთი ბუნჩულა ბაბუა, ჩემი ბეგრაუნდი იკითხონ რუსეთში რა, სადაც მე ცოტა სხვანაირად მიცნობენ, მე ჯერ გასროლაც (?) კი არ დამიწყია. ამიტომ მე აბსულუტურად მზად ვარ იმისათვის, რომ მოვილაპარაკოთ. თუ მაგალითად მოვილაპარაკეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემი მხრიდან იქნება ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ჩვენ მოვილაპარაკებთ, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. თუ რამე შესაცვლელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ აი ესე დავჯდებით და ერთად გავივლით და ერთად დავალაგებთ. გთავაზობთ ელემენტარულ რაღაცას


კ.: ხო


პ.: რომ გვითხრა რა შეგიძლია იმისათვის, რომ ჩვენ სერიოზულად გაგვიადვილდეს მიზნამდე მიღწევა, ამიტომ გეუბნები, მე მაგალითად მზად ვარ შევასრულო ყველაფერი ის, რაც თქვენ გინდათ


კ.: ბადრი, ნუ პირდაპირ გეტყვით რა..


პ.: აბსულუტურად…


კ.: თვითონ მითხრა აქ ვიყავი ჩამოსული და ველაპარაკეო და მე უთხარიო, მე თქვენ მაგას მოგიყვებით უშუალოდ რა მითხრა ვალერიმ… ჩადი და შენ თვითონ ყველაფერი იქ ელაპარაკეო, ნუ ლაპარაკი იყო ერთმანეთში… 6-ში არისო, შეიძლება მოხდესო, ნუ, ჩვენ წავაგოთო რა არჩევნები, ნუ ისე მოხდესო


პ.: გასაგებია


კ.: ერთადერთი ძალა არისო МВД, რეალური ძალა ეხლა არის ხო? ეშინიათ, ნუ, ესე ვთქვათ ეშინიათ რა. ძალაუფლება უნდა აიღოო შენს ხელშიო, მე ამის ის მაქვს რესურსი, ერთი არის НО _ მინისტრი, ჩვენ გვქონდა ვალერისთან ამ თემასთან საუბარი და მითხრა, რო უნდა შეხვიდეო მინისტრთანო და შენ მინისტრი აიყვანეო, აი ესეთი რაღაცა მითხრა…


პ.: მითხრა მეც


კ.: აი ესეთი რაღაცა მითხრა, აი ამას შეიძლება რაღაცა-მეთქი მოყვეს, მე ვალერის უთხარი, იმიტომ რომ იმ დღეს მინისტრს ჰყავს 25 კაცი, 20-დან 25–მდე დაცვა. ახლა შეხვიდე, ხელი მოკიდო, წამოდი შენ ჩემთან, ხელი მოკიდო… ესეთი რაღაცა


პ.: ეგ გართულდება


კ.: რეალურად რო ავიღოთ, იქ შეიძლება რაღაცა მოხდეს


პ.: ეგ გართულდება


კ.: შეხლა-შემოხლა მოხდეს. ჰოდა შეიძლება ტყვია მოხვდეს მინისტრს, ან ფეხში მოხვდეს, სიკვდილით არ მოკვდება, ამის გარანტიას ვიძლევი. დაცვა არის ერთი 7-8 კაცი ისეთი, რომ არ გაჩერდება, გამორიცხულია. მე რო იქ შევალ, იქ რაღაცა მოხდება, შეიძლება ვიღაცა მოკვდეს, აი მერე-მეთქი რას ვშვები-თქო ამაზე… ნუ ვალერიმ თქვა ამას ჩვენ ვიღებთო…


პ.: ამაზე არა ვართ ბავშვები, ამაზე აბსულუტურად ზუსტად მესმის რაზეც არის საუბარი და როგორც არის. ეს არის ერთადერთი საშუალება აჩვენო იმას ძალა, სხვა საშუალება არ არის რა, როცა ახლა შენ იმას, 10 კაცი და 20 კაცია და შენ რო იმას 200 კაცს დაუყენებ იქ, დამთავრებული ამბავია, ეხლა გიჟები ხო არ არიან, ის მინისტრი ეტყვის თვითონ, რომ ბიჭებო გაჩერდით. შენ კონკრეტულად უნდა შეხვიდე ვანოსთან და უნდა დაუჯდე და უნდა უთხრა, მომისმინე რა! არის აი ესეთი მდგომარეობა, შენ ეხლა კონკრეტულად დაუძახებ ყველა შენს ხალხს და ეტყვი, რომ ჩააბარონ იარაღი, არის აი ესეთი მდგომარეობა ძმაო


კ.: ვთქვათ, თქვა უარი


პ.: თქვა უარი _ ვაპატიმრებთ! ვსიო, დამთავრებული ამბავია, თქვა უარი _ ვაპატიმრებთ!


კ.: მანდ ესეთი რაღაც მოხდება, მე ესე მგონია კი არადა დარწმუნებული ვარ, იქ მისვლა, ლაპარაკი რო მოხდეს, ვანო ამაზე უარს იტყვის და იქ კაბინეტში რაღაცა მოხდება, მე თვითონ ამაზე ვარ დარწმუნებული, მე თვითონ, იმიტომ, რომ მე იმ ბიჭებს ვიცნობ


პ.: ვანოს ხალხს?


კ.: დაცვას ვიცნობ.


პ.: არ დათმობენ, ხო?


კ.: არ დათმობენ. რეალურად არ დათმობენ. იცის, აი თავებს შეაკლავს, აი ეგეთი ბიჭები არიან. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, აი რაღაცა გამოსავალი, ყველაფერს აქვს გამოსავალი.


პ.: რა თქმა უნდა. არ შეიძლება, მაგალითად, რაღაცა დაძინება და რაღაცეები?


კ.: დაძინება?


პ.: ჰო.


კ.: არის მაგის საშუალება, მაგრამ ისეთი ეფექტური არაფერი არ არის, რომ უცებ გათიშო ადამიანი, ეს ტყუილია, ეს კინოშია.


პ.: არა, გასაგებია. უცებ თიშავ იმითი, თუ შეუყვანე შიგნით, მაგრამ შიგნით ხომ უნდა შეუყვანო.


კ.: იქამდე ვერ შეხვალ.


პ.: ხო და მაგას გეუბნები.


კ.: თუ ხართ თქვენ ოთახში იქ ნამყოფი?


პ.: კი როგორ არა.


კ.: ჯერ იქ ოთხი კაცი ზის, მერე კიდევ შიგნით, მერე კიდე შიგნით ზიან, მერე


პ.: კი.


კ.: რო მიხვალ სამინისტროში, მინიმუმ ერთი 100, 150 კაცით უნდა მიხვიდე, ეხლა ესე ჩაცმული შარვალ-კოსტუმში იქ ვერ მიხვალ.


პ.: რა თქმა უნდა.


კ.: რო შეხვალ, მოვიდა კოდუა ამდენი ხალხით, რა ხდება? ეს ძაან დიდი რისკია.


პ.: რა თქმა უნდა. მომისმინე, ამისი მე ყველაფრის დალაგების საშუალება მაქვს და მე მჭირდება ალბათ ერთი-ორი დღე იმისათვის, რომ აბსოლუტურად დავალაგო ეს სუყველაფერი. რა საშუალება გვექნება ჩვენ იმისა, რომ…


კ.: კავშირის საშუალება თუა?


პ.: მაგას გეუბნები რა, იმიტომ, რომ აქ ტელეფონი და ის გამორიცხულია.


კ.: ვალერისთან მე მაქვს ურთიერთობა ისე. შემიძლია მე აი ვალერი ვნახო ისე, რომ იმან არ უნდა იცოდეს, მე რომ ვნახავ.


პ.: რა თქმა უნდა.


კ.: და ამიტომ ვალერიმ უკვე უნდა იცოდეს, აი მე რა უნდა მითხრას.


პ.: ერთი ვარიანტი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება, ვთქვათ 6 რიცხვში, მეორე ვარიანტი არის ის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ადრე მოხდეს. ეს რამენაირად ცვლის გეგმებს? იმიტომ, რომ შეიძლება ამან თუ ეს უფრო ადრე მოხდა, შეიძლება ამან უფრო მეტად გააადვილოს სიტუაცია, ვიდრე 6-მა რიცხვმა. 6-მდე ეყოლება 7 კაცი და ამიტომ ეს უფრო სერიოზულად აიოლებს მეთქი სიტუაციას და მერე უკვე 5-დან უკვე ეყოლება ყაზარმულ მდგომარეობაზე, ხო?


კ.: კი.


პ.: რაც შეეხება, დანარჩენი იქ ფორმას და სუყველაფერს, ამას სუყველაფერს გავივლი და დავალაგებ მე. აბსოლუტურად იქნება ამის სუყველაფერი ლეგიტიმურად დალაგებული, იმიტომ, რომ მე კიდევ რა მინდა, მე მინდა კიდევ ჩვენ ლეგიტიმურობის ჩარჩოებიდან არ ამოვარდეთ. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, შენ უნდა გახდე გმირი. გმირი, რომელმაც არ მისცა უფლება აი ამ სასწაულს და ურჩხულს, რომ ქვეყანა მოექცია რაღაცა მარწუხებში რა. აქედან გამომდინარე იქნება ყველაფერი ეს დალაგებული. ხუთშაბათისთვის მოგაწოდებ ამას ყველაფერს. აი ეხლა დღეს არის კვირა, იმიტომ რომ მე ახლა მაქვს ზუსტად შეხვედრები, იმიტომ, რომ მაგ დროისთვის მე უკვე კონკრეტულად მეცოდინება სიტუაცია ჯარში, იმაში, ამაში, ყველაფერი, იმიტომ რომ სუყველაფერს აქვს თავისი, ეს ერთი სეგმენტია, არის სხვა სეგმენტები, ხომ? ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შეიკრიბოს და დაიდოს ერთ უშუალო მთლიან გეგმაში. აქედან გამომდინარე, მე მზად ვიქნები, იმისათვის რომ ხუთშაბათს უკვე მოგაწოდო მთლიანად ეს ინფორმაცია. ეგ ერთი ვარიანტი, ხო? მეორე ვარიანტი, თუ მაგალითად რაღაცნაირად ხდება ისე, რომ დაიწვა ეს ინფორმაცია, არა? შენ უნდა იცოდე, რომ რა თქმა უნდა, არასოდეს მე არ ვიტყვი იმას, რომ როდისმე ჩვენ რაიმე ეს გვქონია, საერთოდ არ გვქონია. ესეც აქვე ნაპირზე ჯობია, რომ აქვე იყოს ნათქვამი, ხომ? და მესამე, რაც შეეხება თანხებს, ვალერიმ მითხრა რომ ასი მილიონი უნდაო, ესე იგი მე მგონია, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ მე მიმაჩნია რომ აბსოლუტურად რო აწონო იმ რისკის საფასური არის, დოლარზეა საუბარი.


კ.: კი


პ.: აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ დაგთანხმდე ამ თანხაზე, მეორეც, მე მზად ვარ ავანსის სახით იმ ანგარიშზე, რომელზეც შენ მეტყვი.. რაღაცა დაგიდო და ეს იქნება კონკრეტულად ისე გაკეთებული, რომ ამას შენ იღებ იმ შემთხვევაში, როდესაც აი ამ რაღაცას ვაღწევთ ხომ? შენთან იდება, ხოლო ამისი გამოყენება… ხო მაგას მოვიფიქრებ რა ეკონომიკური ფორმა.. ისე იქნება მოფიქრებული, რო შენ აბსოლუტურად კმაყოფილი იქნები რა. მაშინ უკვე ჩვენ, ესე იგი მე რა მჭირდება, მე მჭირდება რაღაცა ფირმები, რომელ ფირმებზეც მე ამას ყველაფერს გავაფორმებ და მე დამჭირდება ესე იგი ხელმოწერები. ვიღაცა ადამიანმა, შენმა უკვე, ჩამომიტანოს ეს მე. ვთქვათ ისრაელში და მე მოგცემ ახლა ჩემი კაცის ტელეფონის ნომერს რომელსაც დაურეკავს, და ეხლა სიტყვას ვიტყვით, რომელ სიტყვასაც ეტყვის ხო? რომ მე ვარ ესა და ეს ხო?… შენი გვარი ხო? ბადრი.. კოდუა არა.. პირველი ასო იქნება.. დაიწყება ბადრიდან მერე წამოყვება შენი გვარის ასო


კ.: პირველი კ.. მერე


პ.: ბკ.. მერე ისა და აი ასე..  აი ამ სიტყვას იტყვის და ეს იქნება იმისთვის, რო უნდა შეხვდეს და მისცეს … ეს ის არის თქვენ რაც აჩვენეთ გიორგის მესიჯებს წერდა თუ ურეკავდა ანატოლი


კ.: გვარი


პ.: მოტკინი.. და მესამე, რაც მე მიმაჩნია ძალიან სერიოზულად, რაც არ უნდა მოხდეს ხო არა აქვს მნიშვნელობა ასე იქნება თუ ისე იქნება ყველაფერი, შეიძლება ერთ რაღაცაზე იყო გარანტირებული, რომ შენი ოჯახი თავიდან ბოლომდე იქნება მიხედილი.. არა აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში როგორ რა დამთავრდება.. კარგად, ცუდად, იმათ, ამათ, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. აი ეს აბსოლუტურად შეგიძლია იყო აბსოლუტურად დარწმუნებული რა.


კ.: ხალხმა რო ხმა მისცეს.. რეალურად, იმიტომ, რო ისე და იმ დონეზე მოძრაობენ  და ისე აკეთებენ ყველაფერს რო.. ხალხი მისცემს.. ხალხი ბრბოა ყველა მაგას იძახის.. ერთი იტყვის მეორე.. აი მისცა ხალხმა ხმა


პ.: მე გეტყვი უბრალო რაღაცას მაგაზე რა, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი-ორი მეშოკი ბიულეტენები. არა აქვს მნიშვნელობა ეს ნაღდი იქნება თუ… ეს არავის არ აინტერესებს, ორი მეშოკი ბიულეტენები უნდა გვქონდეს, რომელსაც შენ ამოიღებ და ააფრიალებ და იტყვი, რომ მე რა ვქნა ძმაო, მე ამ ქვეყნის შვილი ვარ, მე ვერ გავაკეთებ ამას, ეგ არი რა, ყველაზე ნაღდი და იოლი. ამიტომ გინდა ამან მისცეს ხმა და გინდა იმან, სუ არ მაინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს. ამის შემდეგ უკვე ხო ყველაფერი ძალიან ადვილია.


კ.: ჩავერთო მე?


ბ.: აბა რა! ამას დაინახავს მთელი მსოფლიო. ამის მერე უკვე ხო, ვაბშე გადაიყრება ეგ ყველაფერი. შენ ნახე მთავარია რაც არის, მოგცეს რო უნდა პოლიციამ უნდა ჩაყაროს. სად არის ეგრე მაგის დედაც ვატირე. შენ არ მუშაობ? ფაქტიურად ეს უნდა იყოს. შენ უნდა გახდე გმირი. ა ერთი კაცი აღმოჩნდა იქ, რომელმაც ვერ იმასაქნა რა და მერე წამოვა უკვე ისა, რო გიორგის შენზე კარგი ისა რო მე დამიძახა და მითხრა რო რაღაცა პრობლემები იყო და რაღაცეები ეს ყველაფერი წამოვა, წამოვა, წამოვა მერე რო იყო ადამიანი იქ, რომელიც ამ ქვეყნის შვილია, რომელიც ამ უმსგავსოებას ვერ იმაშვებოდა და ამოუვიდა ყელში და ვეღარ მოითმინა რა. ამას მოვიფიქრებთ ძალიან კარგად, მე მყავს ხალხი რომლებიც კონკრეტულად იმას იზამს და აბსოლუტურად ნორმალურად.


კ.: კარგით…


ბ.: ფულის შეტანის რა საშუალებებია?


კ.: გააჩნია.


ბ.: გყავს იქ ხალხი რომლებიც გადმოიტანს?


კ.: გააჩნია ვინ აი…


ბ.: გააჩნია ვინ მე არ ვიცი.


კ.: აი მე შემიძლია ხოდა…


ბ.: არა ბევრი არ არის საჭირო უბრალოდ იქ რაღაც-რაღაცეები, ის ხელფასები. არა მე არ მინდა მელოჩების გულისთვის ჩაიწვა.


კ.: არა, არა პრობლემა არ არის.


ბ.: მილიონი, ორი მილიონი, სამი მილიონი არ არის პრობლემა.


კ.: პრობლემა არ არის.


ბ.: ხარაშო.


 

მსგავსი/Related

Back to top button