საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთოებების რამდენიმე ასპექტი განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გელა ბეჟუაშვილმა და მანუჩარ მოთაქმა სატელეფონო საუბრისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი 27 დეკემბერს ირანის მხარის ინიციატივით შედგა.