ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი შეიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ნოკოლოზ ჯანჯღავა დავით აფციაურმა შეცვალა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.


გვარდიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი იყო აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში, მანამდე კი საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ერაყში.


საკადრო ცვლილების მიზეზები უცნობია. ჯანჯღავა, რომელიც გვარდიის უფროსად იანვარში დაინიშნა, რეზერვისტთა სავალდებულო მომზადების პროგრამას ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version