ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარა 9 დეკემბერს.
პრო-რუსული პარტია ”იმედის” ლიდერი ირინა სარიშვილი ასევე დარეგისტრირდა კანდიდატად.
ცესკომ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატებს: გიორგი შერვაშიძეს, შევარდნაძის მმართველობის დროს შინაგანი ჯარების ყოფილ სარდალს; ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილს; ავთანდილ მარგიანს, 90-იანი წლების დასაწყისში შევარდნაძის მთავრობის ვიცე-პრემიერს; შალვა კუპრაშვილსა და არჩილ იოსელიანს.
”მათ ვერ წარმოადგინეს ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა,”- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.
ცესკომ 7 დეკემბერს რეგისტრაციაში გაატარა პრეზიდენტობის სამი კანდიდატი – შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი; ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი; დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი. 6 დეკემბერს კი პირველ კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დარეგისტრირდა.
ცესკომ 11 დეკემბრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მომავლის პარტიის ლიდერის გია მაისაშვილისა და ლევან ქიძინიძის პრეზიდენტობის კანდიდატებად რეგისტრაციის თაობაზე.