საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 7 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გამართა.
პირველ გადაცემაში პრეზიდენტობის ოთხმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა: შალვა კუპრაშვილი, არჩილ იოსელიანი, ავთანდილ მარგიანი – რომელსაც შევარდნაძის მთავრობაში 90-იანი წლების დასაწყისში ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა და გიორგი შერვაშიძე – შინაგანი ჯარის ყოფილი სარდალი, ასევე შევარდნაძის მმართველობის დროს.
თითოეულ მონაწილეს ორი წუთი ჰქონდა თავისი პოზიციის გამოსახატავად, სანამ ოპონენტი გამოვიდოდა სიტყვით. შემდეგ დამატებითი 30 წამი ეძლეოდათ ოპონენტის შენიშვნებზე საპასუხოდ.
თუმცა, პირველი გადაცემა უფრო დიალოგს ჰგავდა, ვიდრე დებატებს.
პრეზიდენტობის კანდიდატთა უმეტესობამ, მათ შორის ოპოზიციური კოალიციიდან ლევან გაჩეჩილაძემ, ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძემ და ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ისურვებდნენ დებატებს.
სააკაშვილმა 25 ნოემბერს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მზადაა საგნობრივი დებატებისთვის.