სახელმწიფო მინისტრი სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერის ფუნქციას ითავსებს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერი გახდა.


ამ ფუნქციას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი პარტიის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი ასრულებდა.


სააკაშვილის საარჩევნო შტაბს კი აკადემიკოსი, თბილისის რადიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ფრიდონ თოდუა ჩაუდგა სათავეში, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა ჩართული პოლიტიკაში. 


 

Exit mobile version