დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 50 სახის სხვადასხვა მსუბუქ დანაშაულში მხილებულ 1200-მდე პატიმარს და 1000-მდე წინასწარ გამოძიებაში მყოფ პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
კანონი ასევე ითვალისწინებს დაახლოებით 500-მდე პატიმრისთვის მოუხდელი სასჯელის განახევრებას. პატიმართა ამნისტირების აღსრულება ახალ წლამდე იგეგმება.
იმავდროულად, 772 მსჯავრდებულმა, რომელთაც მსუბუქი ხასიათის, გაუფრთხილებლობით და პირველად ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული, 23 ნოემბრის შეწყალების აქტის საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილმა გამოსცა, უკვე დატოვა საპატიმროები.