ჟან არნომ რუსეთის საგარეო უწყებაში შეხვედრები გამართა

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება და მოლაპარაკებათა შესაძლო განახლების საკითხი განიხილეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟან არნომ 22 ნოემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.


”რუსეთის მხარემ აღნიშნა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების შეტყობინებაში.


დღესვე ჟან არნო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version