ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 15 ნოემბერს მოლაპარაკებები განაახლეს.
საქართველოს გზის, კონსერვატორების, რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეების და მრეწველების წარმომადგენლები ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს და დეპუტატებს გიგა ბოკერიას და პავლე კუბლაშვილს ხვდებიან.