რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 14 ნოემბერს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.
”საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესი,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. ”რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარების საფუძველი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)