ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უვე გამოთქვეს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას იმისთვის იყენებს, რომ უპირატესობა მოიპოვოს 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიაში.
”2 თვეში საპრეზიდენტო არჩევნები რომ გაქვს, შუაში კი საგანგებო მდგომარეობა, მედია შეზღუდულია, საზოგადოებრივი არხი კი ფაქტობრივად პრეზიდენტ სააკაშვილის პიარზე მუშაობს, ეს უზარმაზარი პრობლებაა,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 13 ნოემბერს გამოქვეყნდა.