სამმა რუსმა დიპლომატმა, რომლებიც ოფიციალურმა თბილისმა ”პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა, საქართველო დატოვა, იუწყება 12 ნოემბერს ”ინტერფაქსი”.
რუსეთის ფედერაციის საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ივანე ვოლინკინი, მრჩეველი პეტრე სოლომატინი და მესამე მდივანი ალექსანდრე კურენკოვი მოსკოვში ერევნის გავლით გაემგზავრნენ მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოს ხელისუფლებამ ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულა და მათი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელთან კავშირის დამადასტურებელი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა.
ამის საპასუხოდ მოსკოვმა ”ადეკვატური” ნაბიჯი გადადგა და რუსეთში საქართველოს საელჩოს სამი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.