პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა დაამტკიცა

პარლამენტმა 149 ხმით ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრეზიდენტის 7 ნოემბრის დეკრეტს ქვეყანაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით.


მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებაზე, დემონსტრაციებსა და გაფიცვებზე შეზღუდვები ქვეყანაში 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.


”თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ 15 დღეზე ადრე შევწყვიტოთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ”მაგრამ დღეს ნამდვილად ნაადრევი იქნება საგანგებო მდგომარეობაზე არ დათანხმება”.

მან ასევე აღნიშნა, რომ საგანგებო ვითარების შემოღება განაპირობა ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მცდელობამ.

Exit mobile version