ბათუმის ბაზაზე განლაგებული რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი განახლდა მას შემდეგ, რაც დღეს ბათუმის რკინიგზის სადგური 18 ვაგონისგან შემდგარმა ეშელონმა დატოვა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ამავე ცნობით, რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონები ბათუმს ყოველდღე დატოვებენ და ეს პროცესი 2007 წლის 15 ნოემბრისთვის დასრულდება.
2007 წლის ივნისში საქართველოს ოფიციალურად დაგმოეცა ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზა. ბათუმის ბაზის გადმოცემა 2008 წლის ბოლომდე გაფორმდება, 2006 წლის 31 მარტს თბილისსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი სოჭის შეთანხმების თანახმად.