პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას გეგმავს

პრეზიდენტი სააკაშვილი ცოტა ხანში საგანგებო განცხადებას გააკეთებს, განაცხადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

განცხადება, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდება, რომელიც კანცელარიაში ამჟამად მიმდინარეობს.


პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ვრცელი მიმართვა 7 ნოემბერს გააკეთა მას შემდეგ, რაც თბილისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს.

Exit mobile version