ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 7 ნოემბერს საქართველოში საგანგებო ვითარება იქნა შემოღებული.
”ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სიტუაციის გაუარესება აიცილონ თავიდან,” – განაცხადა მორატინოსმა, ”მოვუწოდებ ყველას შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავიდან აიცილონ ექსცესები და კონსტრუქციული დიალოგი გამართონ”.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი სიტუაცია მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე გამართული დიალოგის საშუალებით შეიძლება მოგვარდეს.