საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოუწოდა ხელისუფლებას დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან.
”მე მოვუწოდებ, განსაკუთრებით ხელისუფლებას შეხვდეს ოპოზიციას და დაიწყოს მოლაპარაკებების ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე,” განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
დღეს უკვე მეორედ გააკეთა საქართველოს პატრიარქმა განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მანამდე მან ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგის გზით დაძაბულობის მოგვარებისკენ მოუწოდა და გამოხატა მზადყოფნა ჩაერთოს ამ დიალოგში საჭიროების შემთხვევაში.