დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ გამორიცხულია არჩევნების აპრილში ჩატარებასთან დაკავშირებული ოპოზიციის მოთხოვნის განხილვაც კი.
”ვფიქრობ, სავსებით ნათელი გახდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომ ეს საკითხი დახურულია,” – განაცხადა ბოკერიამ 5 ნოემბერს.
ამასობაში, რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის წინ უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციას განაგრძობს. 5 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს, რაც, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.
ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ისინი განაგრძობენ ხელისუფლებაზე ზეწოლას პერმანენტული საპროტესტო აქციების გზით.