“იმედის” ცნობით, სააკაშვილი განცხადების გაკეთებას გეგმავს

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა “ერთ-ერთ სახელისუფლებო არხს” ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე.


“თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის გავა ეს ინტერვიუ ეთერში,” – განაცხადა გადაცემა “დროების” წამყვანმა გიორგი თარგამაძემ.


მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურმა უარყო ეს ინფორმაცია, ზოგიერთი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა ინტერვიუ, რომელიც 4 ნოემბერს, მოგვიანებით გავა ეთერში.


ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი საჯაროდ 1 ნოემბერს გამოჩნდა, როდესაც თბილისში მაღალი რანგის კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით. სააკაშვილის უახლოესმა მოკავშირეებმა ოპოზიციის მოთხოვნებს “არასერიოზული” უწოდეს და “შანტაჟის” მცდელობად შეაფასეს.    


ამასობაში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა გრძელდება ათასობით ადამიანის მონაწილეობით.

Exit mobile version