ნადირაძე: პატარკაციშვილს პოლიტიკური ამბიციები აქვს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციაზე მისვლის თაობაზე იმის მაჩვენებელია, რომ მას ხელისუფლებაში მოსვლა სურს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ 2 ნოემბერს.


”აშკარაა, რომ ის [პატარკაციშვილი] უკვე პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, და როცა ასეთი ფიგურა ასეთ განცხადებას აკეთებს, ის ვარაუდობს, რომ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და თვითონ მართოს ეს ქვეყანა,” – განუცხადა ნადირაძემ ჟურნალისტებს, ”ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მის გადაწყვეტილებას, რომ გამოვიდეს კულისებიდან და საჯაროდ განაცხადოს მისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ”.


პარატკაციშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება ოპოზიციის კამპანიის დაფინანსების შესახებ, 2 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრების ათიათასობით მოქალაქეს განუცხადა: ” თუკი ბადრი პატარკაციშვილს აქვს რაიმე ამბიცია, ეს არის ამბიცია იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ქართველი, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში რეალურად გაბრწყინებულ აღორძინებულ, გაერთიანებულ საქართველოს ააშენებს”.

”მე არ მჭირდება არავითარი თანამდებობა ამ ქვეყანაში,”- აღნიშნა მან.   

Exit mobile version