კარასინმა და ფრიდმა განმუხურის ინციდენტი განიხილეს

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია განიხილეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დანიელ ფრიდმა 1 ნოემბერს გამართულ სატელეფონო საუბარში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მხარის მიერ შეფასება მიეცა 30 ოქტომბერს განმუხურში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ”ქართული სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან პროვოკაციის შედეგად წარმოიქმნა დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების მიმართ, რომლებიც ახორციელებდნენ პატრულირებას არსებული მანდატის ფარგლებში”.

Exit mobile version