ცხინვალის რეგიონში, სოფელ თამარაშენში დღეს სამხრეთ ოსეთის სტატუსის გამსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანელებს.
სამხრეთ ოსეთის სტატუსის გამსაზღვრელი კომისია, რომელიც უკანასკნელად აგვისტოში შეიკრიბა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ივლისში შეიქმნა.