ევროპის საბჭოს კომიტეტი: საქართველოს ციხეები გადატვირთულია

საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია პატიმრების მიმართ ცუდად მოპყრობის აღკვეთის კუთხით, თუმცა გადატვირთული ციხეები ძირს უთხრის ”ჰუმანური პენიტენციალური სისტემის” შექმნის მცდელობებს, ნათქვამია ევროპის საბჭოს წამების აღკვეთის კომიტეტის მოხსენებაში.


მოხსენება 2007 წლის მარტ-აპრილში კომიტეტის დელეგაციის საქართველოში სტუმრობის შედეგად მომზადდა.


მოხსენების თანახმად, პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ერთი კონკრეტული პოზიტიური შედეგი არის კორუფციის დაძლევა.


”თუმცა პატიმრების რაოდენობის უკიდურესი ზრდა ციხეებში, რაც 2004 წელს კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის შემდეგ გაორმაგდა და რაც იწვევს ციხეების გადატვირთვას, ძირს უთხრის ჰუმანური პენიტენციალური სისტემის შექმნისკენ მიმართულ მცდელობებს,” – ნათქვამია მოხსენებაში.


თბილისის მე-5 იზოლატორში თითოეულ პატიმარზე მხოლოდ ნახევარი კვადარატული მეტრი ფართი მოდის, ნათქვამია მოხსენებაში.


წამების აღკვეთის კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ პატიმრების ჯანდაცვის უზრუნველყოფა ასევე პრობლემატურია, ”პერსონალის, სამედიცინო აღჭურვილობის და რესურსების ნაკლებობის გამო”.


კომიტეტის მოხსენება 25 ოქტომბერს გახდა საჯარო მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მის გამოქვეყნებაზე ნებართვა გასცა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version