საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც ათ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების დაყოლიებას საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის აპრილში ჩატარდეს.
მოძრაობაში მონაწილე პარტიები:
1. რესპუბლიკური პარტია – ლიდერი დავით უსუფაშვილი
2. კონსერვატორული პარტია – ლიდერები კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური
3. საქართველოს გზა – ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
4. თავისუფლება – ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია
5. ჩვენ თვითონ – ლიდერი პაატა დავითაია
6. ხალხის პარტია – ლიდერი კობა დავითაშვილი
7. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის – ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია
8. ქართული დასი – ლიდერი ჯონდი ბაღათურია
9. ლეიბორისტული პარტია – ლიდერი შალვა ნათელაშვილი
10. ეროვნული ფორუმი – ლიდერი კახა შარტავა
11. ლევან გაჩეჩილაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი
12. გიორგი ხაინდრავა, ”თანასწორობის ინსტიტუტი”.
მოძრაობა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებიდან ცოტა ხანში ჩამოყალიბდა.