ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) აქციების 21% შეიძინა, რომლის საერთო ღირებულებაც 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, EBRD-მ 42.6 მილიონი აშშ-ს დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო უძრავი ქონებისა და განვითარების კომპანია GRDC-ს, რომლის ქონებაც შეიცავს 22 ნაკვეთს, 2 მილიონი კვადრატული მეტრის საერთო მოცულობით.
ეს არის პირველი პირდაპირი დაფინანსება, რომელიც EBRD-მ საქართველოს უძრავი ქონების სფეროში განახორციელა.
”დაფინანსება დაეხმარება GRDC-ს ოთხი კომერციული საკუთრების მშენებლობაში, კეთილმოწყობასა და მუშაობაში. მათ შორისაა: ორი საოფისე შენობა, ერთი სავაჭრო ცენტრი და რკინიგზის სადგური,” – ნათქვამია EBRD-ის მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
EBRD-ის, რომელიც საქართველოს კერძო სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, დღემდე 72 საინვესტიციო პროექტზე აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აგრობიზნესის, მრეწველობის და საბანკო სექტორებში, რომელთა საერთო ღირებულებაც 400 მილიონი ევროს შეადგენს.