ბესელია: ოქრუაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმარია

ირაკლი ოქრუაშვილი თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, ამის შესახებ განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა ეკა ბესელიამ ე.წ. მოდულის შენობაში ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.


”წაყენებული ბრალდებებიდან ის არც ერთ ნაწილში არ ცნობს თავს დამნაშავედ და აცხადებს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშწორება”, – დასძინა ბესელიამ.


ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 27 სექტემბერს საღამოს დააკავეს, ეჭვმიტანილია გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში, სამსახურებლივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში, განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

Exit mobile version