საქართველო შესაძლოა მომავალი წლიდან მხოლოდ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მომარაგდეს, განუცხადა დღეს ბაქოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს, თუმცა გაზის ღირებულების შესახებ საუბრისაგან მან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გაზის ფასი საგრძნობლად არ შეიცვლება, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება მომავალ წელს იქნება მიღწეული.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან შემოსული ბუნებრივი აირის ფასი 1000 კუბამეტრზე შესაძლოა 120 აშშ დოლარის ნაცვლად, 180 აშშ დოლარი გახდეს.