დღეს თბილისში ორდღიანი ვიზიტით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები ჩამოვიდა, რომელიც მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი ქვეკომიტეტის სხდომის მუშაობაში.
საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ცნობით, დღესვე დაგეგმილია სემნების შეხვედრა დავით ბაქრაძესთან, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.