დეპუტატმა ცაგარეიშვილმა ”მრეწველები” დატოვა

დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ”მრეწველთა” პარტიისა და საპარლამენტო ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი ფრაქციის ლიდერმა ზურაბ ტყემელაძემ უარი განაცხადა ხელი მოეწერა პეტიციაზე, სადაც დაგმობილია 18 სექტემბერს უმრავლესობის ცალკეული დეპუტატების მიერ ცაგარეიშვილის ცემის ფაქტი.


ცაგარეიშვილისა და ”მრეწველთა” გზები მას შემდეგ გაიყარა, რაც მან ღიად განაცხადა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახალ პოლიტიკურ გუნდში გაერთიანების სურვილის შესახებ.  თუმცა ცაგარეიშვილი მრეწველების დატოვებას არ ჩქარობდა.  


ამ დროისათვის მრეწველთა 10-კაციან ფრაქციას უკვე შეუერთდა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა რუსია. ამდენად, ცაგარეიშვილის გასვლის შემდეგ ფრაქციას დაშლის საფრთხე აღარ ემუქრება. ფრაქციის არსებობისათვის 10 დეპუტატის ერთობაა საჭირო.

Exit mobile version