სოხუმი სამხედრო მზადყოფნაში მოდის შეტაკების ინციდენტის შემდეგ

აფხაზმა სამხედროებმა მიიღეს დავალება გააძლიერონ სამხედრო სამსახური და თუ საჭიროა გააგზავნონ მძიმე ტექნიკაც ქართულ მხარესთან კოდორის ხეობის მახლობლად მომხდარი შეტაკების მიდამოებში, განაცხადა აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ სოხუმში გამართული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ, იუწყება ”რია ნოვოსტი”. 


აფხაზეთში სიტუაცია 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების შედეგად გამწვავდა. ქართული და აფხაზური წყაროები ადასტურებენ, რომ ორი აფხაზი სამხედრო მოკლულია, ერთი დაჭრეს, ხოლო ექვსი ტყვედ არის აყვანილი.


ქართული მხარე აცხადებს, რომ სეპარატისტების შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ქართული პოლიციის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა აფხაზები ზემო კოდორის ხეობისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზის ბლოკირებას შეეცადნენ, კოდორში მცხოვრები სამოქალაქო მოსახლეობის იზოლირების მიზნით. აღნიშნულ გზაზე სარემონტო სამუშაოები წარმოებს. 


აფხაზი სეპარატისტების განცხადებით კი, ქართული მხარე დაესხა თავს მესაზღვრეთა საწვრთნელ ბანაკს, რომელიც გზიდან 10 კმ-მდე მანძილით არის მოშორებული.


 

Exit mobile version