დღეს ერთდღიანი არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჩამოდის.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ბათუმში შედგება, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.