აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს, რომელიც რეგიონში საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე გადაწყვეტილებებს მიიღებს, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.
აფხაზეთის ლიდერის პრეს-სამსახური იტყობინება 18 სექტემბერს, რომ კომისია, რომლის თავმჯდომარეც სერგეი ბაღაფშია, უცხოელი ინვესტორების მიერ შემოთავაზებულ ყველა პროექტს განიხილავს.
ბაღაფშის თქმით, გამჭირვალობის გაზრდის მიზნით კომისიის მუშაობაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.