სავალუტო ფონდმა მორიგი ტრანში გადმორიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 21.3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ტრანში ჩაირიცხა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ”სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის ფარგლებში გამოყო.


ამ პროგრამის ფარგლებში ეს უკანასკნელი ტრანშია. მთლიანობაში, სავალუტო ფონდმა  საქართველოს  სამი წლის განმავლობაში 149.4 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი გამოუყო,  იტყობინება  ეროვნული ბანკის პრესსამსახური.

Exit mobile version