აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში 31 აგვისტოს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 1-2 სექტემბერს მოსკოვის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვერ-გვერდი.
დღესასწაული დედაქალაქის დაარსების 860 წლის იუბილეს ეძღვნება.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სერგეი ბაღაფში მოსკოვს დედაქალაქის მერის იური ლუჟკოვის მიწვევით სტუმრობს.