რუსმა, ფრანგმა და გერმანელმა დიპლომატებმა 6 აგვისტოს ინციდენტი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 17 აგვისტოს რუსეთში გერმანიის ელჩს ვოლტერ-იურგენ შმიდს და საფრანგეთის წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს (საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში) შეხვდა და 6 აგვისტოს საქართველოში მომხდარი ინციდენტი განიხილა.


რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფრანგ და გერმანელ დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით მოსკოვის მცდელობების თაობაზე, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


რუსი სამხედრო ექსპერტების ჯგუფმა 17 აგვისტოს, ორდღიანი გამოძიების დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ მოწოდებული მტკიცებულებები გაყალბებული, ხოლო ინციდენტი დადგმული იყო.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version