ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა 6 აგვისტოს ინციდენტზე

ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც აწარმოებს გამოძიებას 2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევებისა და სოფ. წითელუბანთან, საქართველო რაკეტის ამოღების ფაქტებთან დაკავშირებით


წინამდებარე ანგარიში მომზადდა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ, რომელიც აწარმოებს გამოძიებას 2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევებისა და სოფ. წითელუბანთან, საქართველო რაკეტის ამოღების ფაქტებთან დაკავშირებით. ანგარიში შეთანხმებულია აღნიშნული ჯგუფის მინაწილე ოთხივე სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის.


ფაქტები


2007 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა საქართველოს საჰაერო სივრცის სამგზის დარღვევის შესახებ. ბოლო დარღვევისას, როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს სივრცეში შემოჭრილმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო რაკეტა, რომელიც დაეცა სოფ. წითელიუბნის, საქართველო, მახლობლად.


2007 წლის 7 აგვისტოს, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიისა და საქართველოს სამხედრო დამკვირვებლებისაგან, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მისიის ოფიცერთან ერთად ჩაატარა კვლევა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით. თვითმხილველთა ჩვენებების მისაღებად, ჯგუფი გაემგზავრა შემთხვევის ადგილას  და მოინახულა აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებული ორი სამეთვალყურეო პოსტი. ჯგუფმა მოამზადა ანგარიში (‘ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში’), მოგვიანებით, ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში (‘ანგარიში: რაკეტის ჩამოგდების ინციდენტი წითელუბანში’).


საქართველომ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, რის პასუხადაც ოთხმა ქვეყანამ: ლატვია (1), ლიტვა (2), შვედეთი (2) და აშშ (3), მიავლინა რვა ტექნიკური და ოპერატიული ექსპერტი, რომელთაც ჩამოაყალიბეს  ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი.


შესრულებული სამუშაო


ჯგუფი მუშაობდა 2007 წლის 12-დან 14 აგვისტომდე. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა  განიხილა ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში, ეუთოს ანგარიში და სარადარო მონაცემები.


13 აგვისტოს, ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა მოინახულა რაკეტის დაცემის ადგილი და სათვალთვალო რადარი გორის მახლობლად. ჟგუფმა გამოიკვლია რაკეტის შიგთავსი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ასევე მოინახულა საქართველოს საჰაერო ძალების საავიაციო ბაზა ამ ძალების  კუთვნილი შუ-25 ტიპის თვითმფრინავის შემოწმების მიზნით.


ბოლოს, ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი იმყოფებოდა გაერთიანებული ძალების შტაბბინაში აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სარადარო ინფორმაციის შემოწმების მიზნით.


დასკვნები


ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფისა და ეუთოს მიერ მომზადებულ ანგარიშებზე დაყრდნობით, ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიტანა შემდეგი დასკვნები:



თბილისი, საქართველო,
2007 წლის 14 აგვისტო

Exit mobile version