სასამართლოებში ვიდეო გადაღების აკრძალვა ძალაში შევიდა

დღეს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სასამართლოს შენობებსა და სხდომათა დარბაზებში ვიდეო, ფოტო და კინო გადაღებებს კრძალავს.


ამ გადაწყვეტილებას პარლამენტმა ერთი თვის წინ დაუჭირა მხარი.


სასამართლო სხდომებზე დაშვებულია მხოლოდ აუდიო ჩანაწერების გაკეთება და სტენოგრაფირება, თუმცა კანონი მოსამართლეს უფლებას აძლევს მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე ესეც აკრძალოს.


აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს, როგორც თავისუფალ სიტყვაზე შეტევა. სახალხო დამცველმა კი განაცხადა, რომ აკრძალვის დაწესება არასწორია იმ ქვეყნისათვის, სადაც სასამართლო სისტემა გარდამავალ პერიოდში იმყოფება.


ამასთან, ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდა ვეტო დაედო კანონისთვის, თუმცა დღეს ის უკვე ძალაში შევიდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version