დღეს, სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 20 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-5 საპყრობილეს ხუთი თანამშრომელი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები, რომელთაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, პატიმრობაში მყოფი ქურდული სამყაროს წევრების დახმარების მიზნით ჩართულები იყვნენ ე.წ ”ობშიაკის” შეგროვების საქმეში.
ოპერაცია პოლიციის მთავარი სამმართველოს, თბილისის პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად განხორციელდა, აცხადებს შსს.