დღეს ქუთაისში დაიწყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანია ”გზა მშვიდობისა, კოკოითი”, რაც ოსურ ენაზე ასე ჟღერს: ”კოკოითი ფანდარასტ”.
”ქუთაისში ოსი ეროვნების ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც უნდა გახდეს მთავარი ძალა ჩვენი მოძრაობის, რისი მიზანიც არის მოვაშოროთ ჩვენს ერს კოკოითი,”- განაცხადა დღეს ქუთაისში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა, რომელიც კამპანიის ინიციატორი მოძრაობის ”სამხრეთ ოსეთის ხალხი – მშვიდობისათვის” ხელმძღვანელია.
ანალოგიური მშვიდობიანი კამპანია თბილისში 5 აგვისტოს დაიწყო. ვლადიმერ სანაკოევის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ამ მოძრაობის ოფისები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნება.