1 აგვისტოდან დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში არსებულ თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო ზედამხედველობას გაუწევს.
ეს ფუნქცია სანაკოევის ადმინისტრაციას 27 ივლისის მთავრობის დადგენილებით მიენიჭა.
ცხინვალის რეგიონის თბილისის მიერ კონტროლირებად ნაწილში 2006 წლიდან სამი საკრებულო ფუნქციონირებს ერედვის, ქურთას და თიღვის თემებში.