სანაკოევის ადმინისტრაცია ტერმინის ’სამხრეთ ოსეთი’ დამკვიდრების მომხრეა

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი მოუწოდებს ტერმინის ’სამხრეთ ოსეთი’ ინტენსიური გამოყენებისაკენ, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს ამ სახელწოდების დადებითი აღქმა.


”მე მოგიწოდებთ გამოიყენოთ ’სამხრეთ ოსეთი’ და არა ’ცხინვალის რეგიონი’, რათა ეს ტერმინი უფრო მისაღები გახდეს ქართული საზოგადოებისათვის,”- განუცხადა ურუზმაგ ქარქუსოვმა, დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა 29 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელს.


საქართველოს ხელისუფლების დიდი ნაწილი თავს არიდებს გამოიყენოს ’სამხრეთ ოსეთი’ და ხშირად მოიხსენიებს მას, როგორც ’ცხინვალის რეგიონს’. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებებში იყენებს ტერმინს ’ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი’.


სახელმწიფო კომისია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში რეგიონის ფართო ავტონომიური სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობს, როგორც ჩანს, უპირატესობას მიანიჭებს ტერმინს ’სამხრეთ ოსეთი’.


თუმცა ოპონენტები აცხადებენ, რომ ’სამხრეთ ოსეთის’ დაკანონება იქნება პოტენციური ნაღმი, რომლითაც მომავალში შესაძლოა რუსეთმა გარკვეული მანიპულირება მოახდინოს. მათი განცხადებით, რუსეთში ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოში სამხრეთ ოსეთის არსებობა ზოგადად აღიქმება, როგორც გაყოფილი ოსი ერი, რაც საფრთხის შემცველია გრძელვადიან პერსპექტივაში.


თუმცა მომხრეები უარყოფენ ამ არგუმენტს, როგორც ჰიპოთეზურს და აცხადებენ, რომ სახელწოდება არ უნდა გახდეს დავის საგანი სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის პროცესში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version